Thursday, July 22, 2010

სასწავლო პროექტის გეგმა

1.პროექტის სახელი: თანამედროვე ქართული სკოლა.

2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადება: ჩვენი ყოველდღიური თუ პროფესიული საქმიანობა მოითხოვს სკოლაში თანამედროვე სტანდარტებით სწავლებას და უფრო მეტიც ისტ-ის ცოდნასა და სისტემურ გამოყენებას სხვადასხვა საგნებთან,ამიტომ მოსწავლე კარგად უნდა ფლობდეს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს, რათა საინტერესო და არაჩვეულებრივ მასალას მოუყაროს თავი და გამოიყენოს, კონკურსებისა თუ კომფერეციებისათვის.

3. პროექტის სრული აღწერა: თუ დავუკვირდებით დღევანდელ რეალობას დავინახავთ, რომ კომპიუტერის გარეშე რაიმე საქმის წარმოება თუ ორგანიზაციის არსებობა აბსოლუტურად შეუძლებელია. კომპიუტერი საკმაოდ პრაქტიკული ინსტრუმენტი აღმოჩნდა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროსათვის.კერძოდ სკოლაში.მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას სხავადასხვა საგნის მიხედვით ისტ-ის დახმარებით. საჭიროა თუ არა კომპიუტერი სკოლაში, მითუმეტეს ყველა საგანში მოხმარებისა და გამოყენების თვალსაზრისით. მოსწავლეები დაამუშავებენ და შეაფასებენ მოპოვებულ ინფორმაციას, გაუკეთებენ ანალიზს.

4.მონაწილეთა ასაკი: შეუზღუდავი

5.ვადები/ხანგრძლივობა : 3 თვე (თებერვალი, მარტი, აპრილი)

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კითხვარის შედგენა, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ინფორმაციების მოძიება, დისკუსიების გამართვა,მოძიებული მასალის ანალიზი, ფილმების ჩვენება, პრეზენტაციის მომზადება, ბლოგების გაკეთება და ა.შ.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროექტები, რაც შეიძლებაშეიქმნას:
მოსწავლეები შეიძენენ კვლევის უნარ-ჩვევებს,ისწავლიან კგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელური. აღმოაჩენენ, რომ კომპიუტერის გარეშე ამ ეპოქაში ცხოვრება წარმოუდგენელია, მოძიებულ მასალას განათავსებენ ბლოგზე.

8. სარგებელი სხვებისთვის/ კომპიუტერის აუცილებლობის აღიარება და დაინტერესება.

9.სამუშაო ენა: ქართული.

10. მონაწილეები სხვა სკოლიდან: არა გვყავს

11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ქართულ ლიტერატურაში: გაიმდიდრებენ ქართული ლექსიკის მარაგს, განუვითარდებათ ინფორმაციის გაგების, ანალიზისა და შეფასების უნარი.

ისტ-ში: განუვითარდებათ შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების , თანამშრომლობის უნარები, ჯგუფური მუშაობის, პროექტებზე და ბლოგებზე მუშაობის უნარი.

უცხო ენა: ინფორმაციის ინტერნეტში მოძიება და გადათარგმნა.

12. პროექტის ავტორი: მარინა შუბითიძე

13. ავტორის ელ.ფოსტა: marikashubitidze@gmail.com

14. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი marikashubitidze.blogspot.com